Робота для біженців з України
რენტგენის კაბინეტის ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რენტგენის კაბინეტის ლაბორანტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რენტგენის კაბინეტის ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვარკეთილის/გლდანის პოლიკლინიკა

ძირითადი მოვალეობები:

** რენტგენის გადაღება კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულების უზრუნველყოფა დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად;
** პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სასურველია რენტგენო-ლაბორანტის მოწმობა ან სერტიფიკატი;
** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო, საშუალო საექთნო ან საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება; (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტები)
** სასურველია სამუშო გამოცდილება რენტგენო-ლაბორანტის, რენტგენის ტექნიკოსის პოზიციაზე;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/rentgenis-teqnikosi/668

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე