Робота для біженців з України
სასწავლო პროცესის კოორდინატორი - კიკეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის კოორდინატორი
მომწოდებელი: იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" დაბა კიკეთში აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** სასწავლო ცხრილების შედგენაში ჩართვა და მათი დროული, ეფექტური განხორციელების მონიტორინგი;
** საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილებზე დასწრება;
** სასკოლო-სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** საგნობრივი კათედრების მუშაობის კოორდინირება;
** საჭიროებისამებრ დამატებითი გაკვეთილების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
** სასკოლო ღონისძიებათა გეგმის შემუშავება და დირექციასთან შეთანხმებით განხორციელება;
** ელექტრონული ჟურნალის წარმოების პროცესზე ზედამხედველობა;
** სადამრიგებლო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
** მშობლებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა დამრიგებლების მეშვეობით;
** მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებასა და ღონისძიებებში;
** დისციპლინის განმტკიცების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** მოსწავლეთა ქცევის წესების დაცვის მონიტორინგი;
** სასწავლო წლის ბოლოს აკადემიური დირექტორისთვის გასაწევი სამუშაო ანგარიშების მომზადება;
** აკადემიურ დირექტორთან ერთად მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების ადმინისტრირება, პედაგოგიკა ან მენეჯმენტი);
** სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** აკადემიურ და ადმინისტრაციულ პროცესებზე მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა;
** კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და მოქნილი დამოკიდებულება ყოველდღიურ ამოცანებთან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, ამა წლის 30 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტის მისამართზე: kiketischool@yahoo.com. გთხოვთ, მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დირექცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი"-ს ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირს არ გადაეცემა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე