Робота для біженців з України
სუბლიმაციური ბეჭდვის ოპერატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუბლიმაციური ბეჭდვის ოპერატორი
მომწოდებელი: აჭარა ტექსტილი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
შპს "აჭარატექსტილე" აცხადებს ვაკანსიას სუბლიმაციური ბეჭდვის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ოპერატორს, რომელიც იმუშავებს სუბლიმაციური ბეჭდვის განყოფილებაში მბეჭდავ ოპერატორად.

ხელფასი: 1500 ლარი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: რუსთავი, იური გაგარინის ქუჩა N 20

გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები, ჩაგიტარდებათ სწავლებები და სამუშაო პროცესშივე შეისწავლით ძირითად ვალდებულებებს.

მოვალეობები:

** სამუშაო მასალის შესაბამისად ბეჭდვის პროცესის მართვა
** აპარატურის მართვა და კონტროლი
** ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა და გადაჭრაში მონაწილეობა
** სამუშაო ადგილზე წესრიგისა და უსაფრთხოების წესების დაცვა

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება ან ცოდნა (სასურველია)
** ყურადღება დეტალებისადმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
** გრაფიკი: სრული სამუშაო დღე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: nana.dundua@kartlitextile.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე