|
დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Beta Plus Agency
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
"Beta Plus Agency"-ი სუროგაციის პროგრამების საერთაშორისო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ოპერაციების მართვასა და კოორდინაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://betaplussurrogacy.com/
პოზიცია: საოპერაციო მენეჯერი
რას ვეძებთ: პიროვნებას, რომელსაც აქვს გამოცდილება სუროგაციის მიმართულებით, აქვს გუნდის მართვის გამოცდილება, პროცესების კოორდინირება და მოლაპარაკება კლინიკებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან.
დაქვემდებარებული პოზიციები:
** სამედიცინო კოორდინატორი
** ორსულობის კოორდინატორი
** მშობიარობის შემდგომი მოვლის კოორდინატორი
** SM/ED კოორდინატორი
ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების დაგეგმვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია, შემდეგ დეპარტამენტებში: რეკრუტინგი, სამედიცინო, ორსულობის და ორსულობის შემდგომ განყოფილებებში
** პროგრამების, პროცესების და შიდა სტანდარტების მართვა
** სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის და კოორდინაციის უზრუნველყოფა
** მოლაპარაკება კლინიკებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან
** ბიუჯეტისა და რესურსების მართვა - ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია
** პროცესების სტანდარტიზაცია და გაუმჯობესება ხარისხის, დროისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით
** KPI-ების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი და ანალიზი
** გუნდის მართვა, მენტორინგი და მოტივაცია
** რისკების იდენტიფიცირება და მათი მინიმალიზაციისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა
** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან ოპერაციულ საკითხებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან დაკავშირებულ სფეროში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო მენეჯმენტში ან მსგავს პოზიციაზე
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენების ცოდნა სასურველია)
** ძლიერი ორგანიზაციული, ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები
** სტრატეგიული აზროვნების და სწრაფად გადაჭრის უნარი
** გუნდის მართვის გამოცდილება
** ტექნოლოგიური სისტემების ცოდნა (ERP სისტემები, Excel, CRM და სხვ.)
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00)
** ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტპასი, ტრენინგები და კონფერენციები
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@betaplussurrogacy.com.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|