Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686266&print=yes&view=jobs
 
Laravel დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Laravel დეველოპერი
მომწოდებელი: ITConnect
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"IT Connect" სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულყოფილ კორპორატიულ IT ინფრასტრუქტურის მართვასა და მხარდაჭერას.

ჩვენი მომსახურებები მოიცავს:

** IT აუთსორსინგს;
** ქსელურ და სერვერულ ინფრასტრუქტურას;
** სერვერების ვიზუალიზაციას;
** სამეთვალყურეო (CCTV) სისტემებს;
** ვებაპლიკაციების დეველოპმენტს.

ამჯერად ვეძებთ Laravel Developer-ს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პროდუქტების განვითარებასა და ახალი ფუნქციონალების შექმნაში. იმუშავებთ მოქმედ პროექტებსა და ახალ პროდუქტებზე გამოცდილი დეველოპერების გუნდთან ერთად, სადაც ტექნიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულობა და რეალური გავლენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული, სტაბილური და თანამედროვე სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და ინოვაცია პრიორიტეტად მიიჩნევა.
თუ გსურთ მუშაობა ტექნოლოგიურად განვითარებულ და პროგრესულ გარემოში, სადაც თქვენი პროფესიული წინსვლა მნიშვნელოვანია — IT Connect სწორედ ის ადგილია.

დამატებითი ინფორმაცია: https://itconnect.ge/index.html#services

პოზიცია: Laravel დეველოპერი
ლოკაცია: თბილისი, ჭავჭავაძის 37მ
სამუშაო გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00
ანაზღაურება: 2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ვებაპლიკაციების დეველოპმენტი და მხარდაჭერა Laravel-ის გამოყენებით;
** პროექტების დამოუკიდებლად დამუშავება და მართვა;
** ახალი ფუნქციონალების შემუშავება და ინტეგრაცია;
** API-ების შექმნა და მართვა;
** არსებული კოდისა და ფუნქციონალის გაუმჯობესება/ოპტიმიზაცია
** კოდის version control (Git) და Code Review პროცესში მონაწილეობა
** პროექტის ყველა ეტაპის მართვა და შესრულება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება Laravel-ში მუშაობის;
** WebSocket-ების და RESTful API-ების შექმნის გამოცდილება;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრაქტიკული უნარები;
** API ინტეგრაციების გამოცდილება სასურველია;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობისა და დროის მართვის უნარები

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოაგზავნეთ: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელ. ფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდა ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს:
** აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია