Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686261&print=yes&view=jobs
 
კვების ბლოკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების ბლოკის მენეჯერი
მომწოდებელი: ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კვების ბლოკის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია კვების წარმოების, კვების ტექნოლოგიის ან მენეჯმენტის მიმართულებით მიღებული განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება კვების ბლოკის/საჭმლის მომზადების/მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასურველია HACCP სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების ორგანიზება და შესყიდვა; მომწოდებლებთან თანამშრომლობის პროცესების მართვა;
** პროდუქტების ხარისხის კონტროლი და მარაგების ეფექტური მართვა;
** შეკვეთების მიღებისა და გაცემის პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი;
** საკვების მომზადების პროცესის ზედამხედველობა და მართვა;
** კლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე საკვების პაციენტებისთვის გაცემის პროცესების ზედამხედველობა;
** პაციენტების რაოდენობის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დროული მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა;
** კვების ბლოკის კომერციული ნაწილის მართვა და მონიტორინგი;
** არსებული მენიუს რეცეპტებისა და ტექნოლოგიების ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილებების განხორციელება;
** სამზარეულოს თანამშრომლებთან თანამშრომლობა და შეუფერხებელი სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარიზაციის დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი;
** პერსონალის მართვა: ცვლების კონტროლი, ინსტრუქციების გაცემა და სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებლობა;
** საგანგებო სიტუაციების მართვა და პრობლემების დროული აღმოფხვრა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ HR@gudushauri.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კვების ბლოკის მენეჯერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 579-82-83-38
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია