|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პროპერტა
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
"პროპერტა" უცხოური ინვესტიციით შექმნილი ახალი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ინდივიდუალურ მესაკუთრეებსა და კომპანიებს სთავაზობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ მომსახურებას. პროპერტას ბრენდის ქვეშ კომპანიის შეთავაზება მოიცავს საბროკერო, ინტერიერის დიზაინის და რემონტის, ქონების მართვისა და მოვლა-დასუფთავების, დეველოპერული პროექტების მარკეტიგის და გაყიდვების მართვის მომსახურებას. 2026 წლიდან კი ბუტიკ აპარტამენტების შეთავაზებით კომპანია ოპერირებას დაიწყებს ასევე სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.
"პროპერტა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის ჰიბრიდულ პოზიციაზე.
დასაქმების პირობები:
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე
** შრომის ანაზღაურების ფორმა: ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი
** ხელზე გასაცემი ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად - გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 700-1000 ლარი. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1000 - 1200 ლარი.
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი
** დასაქმების ადგილი: ბათუმი
** უშუალო დაქვემდებარება: დირექტორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ციფრული არხებით (კომპანიის ვებ-გვერდი და სოციალური ქსელები) შემოსულ შეტყობინებებზე და კომენტარებზე მყისიერი უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა სატელეფონო კონსულტირება კომპანიის სერვისების და კომპანიის სარეალიზაციო პორტფელში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა - აღრიცხვა, გადამისამართება, გამრავლება, სკანირება, დაარქივება;
** კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის (საქმიანი წერილები, განცხადებები) და პრეზენტაციების მომზადება;
** ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და დახარისხება;
** კომპანიის თანამშრომლების საოფისე მხარდაჭერა;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების მიღება-გამასპინძლება;
** საკანცელარიო მასალების და ოფისის ინვენტარის შეძენა, მარაგების მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობა კომპანიის სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში;
** მიმდინარე სხვა საოფისე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამის სფეროში);
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** კარგი წერითი უნარები;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Exel, PowerPoint) ცოდნა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 20 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@properta.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ოფისის მენეჯერი"
გაითვალისწინეთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|