|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ამბასადორი თრეველი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება / მარკეტინგი) განხრით
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Oce: Word; Excel; PowerPoint; Outlook)
უპირატესობად ჩაითვლება:
** დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა
** სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია
** კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება
** ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია
** ტურისტული პაკეტეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება
** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება
** კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება
** ინვოისების მომზადება და რეპორტინგი
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** შრომისუნარიანობა/სისხარტე
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
** სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს
** ფიქსირებულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა
** კვებას დღეში ერთხელ
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: info@ambassadori.travel.
შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|