|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
"კონტაქტ ჰოუმი" — არის თანამედროვე სივრცე და ლიდერი კომპანია, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მსოფლიო გიგანტები. ჩვენ ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და სხვ.).
დღეისათვის ჩვენი გუნდი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენი მთავარი ღირებულება თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა.
ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ მოლარე-ოპერატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს სამგორის ფილიალში.
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცედურების სრული დაცვა;
** პროდუქციის ფასის გადამოწმება და ნივთის გატარება;
** ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის დაბრუნების შემთხვევაში) და დღის დახურვა;
** ფულადი ნაშთების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებებს, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრებზე და გთავაზობთ ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს:
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე შეთანხმებით);
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
** დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
დაინტერესდით? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: CV@kontakt.ge. სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-ოპერატორი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 იანვარი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|