|
დასახელება:
მოლარე
|
| მომწოდებელი:
ხალიკ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ფილიალის მოლარის პოზიციაზე;
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. N20
განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და საინტერესო, დინამიკურ სამუშაოს და გარემოს;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისთვის;
** დაწინაურების პერსპექტივას.
ძირითადი მოვალეობები:
** ყველა სახის ფულადი ოპერაციების წარმოება, საკასო მომსახურება
** ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ნაღდი ფულის მიღება/გაცემა
** ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება
** დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების ფორმების და ჟურნალების შევსება/წარმოება
** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო საქმის, ეკონომიკის ან/და ფინანსების სფეროში
** სავალდებულოა ბანკში მოლარის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის არსებობა სასურველია
** ქართული და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარები (თავაზიანობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ)
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა
** სიზუსტე, ლოგიკური აზროვნება
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობისას ემოციური წონასწორობის შენარჩუნების უნარი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რუსთავის ფილიალის მოლარე".
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15/12/2025
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.
კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.
თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.
თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
|
|
|
|