|
დასახელება:
ბანკირი - საცალო გაყიდვების მიმართულება
|
| მომწოდებელი:
ხალიკ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ფილიალის ბანკირის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. N20
განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და საინტერესო, დინამიკურ სამუშაოს და გარემოს;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისთვის;
** დაწინაურების პერსპექტივას.
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო გაყიდვების სფეროში მომხმარებლის აქტიური მოძიება, მოზიდვა;
** საცალო საკრედიტო პროდუქტების გაცნობა, კონსულტაციის გაწევა;
** საკრედიტო განაცხადების მიღება, პროექტების დამუშავება, კომიტეტზე გატანა, დამტკიცებული;
** სესხების გაცემა, მომსახურება;
** პორტფელში არსებული მომხმარებლების რესურსის გამოყენება ჯვარედინი გაყიდვებისათვის
დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
** სავალდებულოა საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, აქედან სავალდებულოა საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტების კარგად ცოდნა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
უნარები:
** ეფექტური მართვის უნარი, პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი
** ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** პრობლემის იდენტიფიკაციისა და სწრაფად გადაჭრის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რუსთავის ფილიალის ბანკირი".
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15/12/2025
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.
კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.
თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.
თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
|
|
|
|