Робота для біженців з України
უძრავი ქონების ბროკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების ბროკერი
მომწოდებელი: პროპერტა
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"პროპერტა" უცხოური ინვესტიციით შექმნილი ახალი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ინდივიდუალურ მესაკუთრეებსა და კომპანიებს სთავაზობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ მომსახურებას. პროპერტას ბრენდის ქვეშ კომპანიის შეთავაზება მოიცავს საბროკერო, ინტერიერის დიზაინის და რემონტის, ქონების მართვისა და მოვლა-დასუფთავების, დეველოპერული პროექტების მარკეტიგის და გაყიდვების მართვის მომსახურებას. 2026 წლიდან კი ბუტიკ აპარტამენტების შეთავაზებით კომპანია ოპერირებას დაიწყებს ასევე სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.

"პროპერტა ბროკერი" წარმოადგენს კომპანიის სპეციალიზებულ მიმართულებას, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალურ საბროკერო მომსახურებას როგორც გაყიდვების, ისე ქონების შეძენის პროცესში.

პროპერტა აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე.

დასაქმების პირობები:

შრომის ანაზღაურების ფორმა: ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ხელზე გასაცემი ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად, 1000 - 1500 ლარი.
ბონუსი: პროცენტი რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულებიდან
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 საათი.
დასაქმების ადგილი: ბათუმი.
უშუალო დაქვემდებარება: დირექტორი.
გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროპერტა ბროკერის კლიენტებისთვის პროფესიონალური საბროკერო მომსახურების გაწევა კომპანიის პოლიტიკის და სტანდარტების შესაბამისად.
** უძრავი ქონების ბაზრის პერიოდული კვლევა და ანალიტიკა.
** სარეალიზაციო უძრავი ქონების პორტფელის ფორმირება.
** პორტფელის ფორმირების მიზნით ახალი სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიების / პროექტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმართვა.
** არსებული პარტნიორი დეველოპერული კომპანიების საბროკერო მომსახურების უზრუნველყოფა.
** სარეალიზაციო უძრავი ქონების ინსპექტირება და მესაკუთრისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა, მესაკუთრესთან კორდინაციაში ქონების სარეალიზაციო პირობების ჩამოყალიბება და განსათავსებლად შეთავაზების მომზადება.
** მარკეტინგულ გუნდთან ერთად სარეალიზაციო ქონების მარკეტინგული შეფუთვის (ვიზულური მასალის და მარკეტინგული პაკეტის შექმნა) უზრუნველყოფა.
** შეთავაზების განთავსება პროპერტას ონლაინ პლატფორმაზე და უძრავი ქონების სხვა ციფრული პლატფორმებზე.
** უძრავი ქონების მყიდველების მოძიება. პოტენციურ მყიდველებთან კომუნიკაციის წარმართვა და კონსულტირება.
** მყიდველსა და გამყიდველს შორის მოლაპარაკების პროცესის ფასილიტაცია და ნასყიდობის ტრანზაქციის პროცესის კორდინაცია.
** პროპერტას სხვა სერვისების ჯვარედინი გაყიდვების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში).
** რუსული და ინგლისური ენის არანაკლე B2 დონეზე ცოდნა.
** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის და ანალიტიკური უნარები.
** საოფისე პროგრამების (MS Word, Exel, PowerPoint) საბაზისო ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭებთან კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
** საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 20 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@properta.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "უძრავი ქონების ბროკერი"

გაითვალისწინეთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე