|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
რეფიქსი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის, პროდუქციის რეალიზაცია;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის მიღება, დახლებზე და თაროებზე განაწილება, მოწესრიგება;
** ფასების იარლიყების სწორად განთავსება;
** დარბაზში პროდუქციის აღწერა, ვადების კონტროლი, ნაშთების რაოდენობის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა.
სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი;
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი.
კომპანია "რეფიქსი"-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო
საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@reffix.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|