Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686164&print=yes&view=jobs
 
მიკრო სესხების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრო სესხების ოფიცერი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!

სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ბიზნეს სესხების განყოფილებაში მიკრო სესხების ოფიცრის თანამდებობაზე.

გახდი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის ნაწილი და მიიღე მონაწილეობა ახალი ბანკის მშენებლობაში. განვითარდი და გახდი გუნდის ლიდერი და სექტორის ლიდერი ჩვენთან ერთად!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:

** არსებული და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შემოსული/მიღებული განაცხადების გაანალიზება და რისკების შეფასება;
** მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობის შეფასება;
** ფინანსური უწყისის მომზადება;
** საკრედიტო ფაილების მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე;
** მიმდინარე პორტფელის მომსახურება;
** რეგულარული მონიტორინგი საკრედიტო პორტფელის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია 6 თვიანი გამოცდილება მიკრო სესხების ოფიცრის პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება;
** რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ექსპერტის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** ინფორმაციის/პრეზენტაციის გამართულად გადმოცემის უნარი;
** გაყიდვების პროცესზე შეყვარებული ადამიანი
** ენერგიული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 2 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია