|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
Skio Gudauri
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
"Skio Gudauri" აპარტსასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსისა და მასთან ინტეგრირებული სასტუმროს ფუნქციების იდეალური მიქსია.
"Skio Gudauri" აცხადებს დიასახლისის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1500 ლარი
სასტუმრო უზრუნველყოფს საცხოვრებლით და კვებით.
ᲤᲣᲜᲥᲪᲘᲐ-ᲛᲝᲕᲐᲚᲔᲝᲑᲔᲑᲘ:
** სასტუმროში არსებული ნომრების და საჯარო სივრცეების დასუფთავება.
** დასუფთავების ინვენტარის, ქიმიის და სამრეცხაო მასალის მარაგის შევსების შეტყობინება
** ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების უზრუნველყოფა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲣᲜᲐᲠᲔᲑᲘ:
** კარგი ორგანიზაციული უნარები
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი
** ფიზიკური შრომისთვის/დატვირთვისთვის მზადყოფნა
** პიროვნული მოწესრიგებულობა
** მეგობრული კომუნიკაციის დამყარება აპარტსასტუმროს სხვა თანამშრომლებთან - პასუხისმგებლობის გრძნობა.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მეილზე:booking@skio.ge
ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურში კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "ბუქინგ სკიო" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ბუქინგ სკიო" ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლბების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:booking@skio.ge
|
|
|
|