|
დასახელება:
გაქირავების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Sixt
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
"Sixt" არის გერმანული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: https://www.sixt.com
"Sixt" ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე.
ხელფასი: 1500-2000 ლარი
ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ, სიახლეებით სავსე, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია უმაღლესი განათლება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2წლიანი გამოცდილება
** პრიორიტეტების განსაზღვრის და დროის მართვის უნარები
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
** მივლინებებისთვის მზადყოფნა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილების გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და კონტროლი
** რეგულარული სერვისების ჩატარება და კონტროლი
** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სრული პროცესის მართვა
** საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის ჩანაცვლება მომხმარებლისთვის
** ცენტრებთან ურთიერთობა ავტომობილების შესასყიდად
** ავტო სერვისებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა (ბაზრის კვლევა ფასების შედარება)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე customerservice@sixt.com.ge და subject-ში მიუთითოთ "ვაკანსია - "ტექნიკური მენეჯერი".
|
|
|
|