Робота для біженців з України
სკოლის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლის ექიმი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ექიმის პოზიციაზე.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

** საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში - "საოჯახო მედიცინა", "პედიატრია", "ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი".

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:

** აქვს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** აქვს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** მონაწილეობს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა);
** ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N37.

კონკურსის ეტაპები:

1. შემოსული დოკუმენტაციის გადარჩევა;
2. გასაუბრება.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა რეზიუმე, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნოს ელ. მისამართზე: info@cea.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება -სკოლის ექიმი.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე