|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დეველოპერულიკომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო საათები : ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** ლოკაციაზე ვიზიტის დაგეგმვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მართვა;
** კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.meta@outlook.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|