Робота для біженців з України
პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე. ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი (Head of Product Development)

პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ბანკის სამიზნე სეგმენტებისთვის კონკურენტული, მომგებიანი და ინოვაციური საბანკო პროდუქტების შექმნას, განვითარებას და უწყვეტ გაუმჯობესებას. პოზიცია მოითხოვს ბაზრის ღრმა ანალიზს, პროდუქტის სიცოცხლის ციკლის მართვას, ფინანსურ შეფასებებს, ფაქტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და მრავალფუნქციურ გუნდებთან ეფექტურ კოორდინაციას.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დრო: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო პროდუქტების სტრატეგიის შემუშავება და მისი შესაბამისობა ბანკის მთლიანი სტრატეგიული მიზნებთან.
** ახალი საბანკო პროდუქტების შექმნა (სესხები, დეპოზიტები, ბარათები, ციფრული პროდუქტები, ანგარიშები, ტრანზაქციული პროდუქტები და სხვ.).
** არსებული პროდუქტების გაუმჯობესება და განახლება ბაზრის მოთხოვნებიდან და მომხმარებელთა ქცევიდან გამომდინარე.
** კონკურენტების პროდუქტისა და ფასების ანალიზი; ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი.
** პროდუქტების მომგებიანობის შეფასება (P&L, Unit Economics, Portfolio Performance).
** პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სრული მართვა: იდეიდან დანერგვამდე და შემდგომ მონიტორინგამდე.
** კომერციულ და რისკების განყოფილებებთან თანამშრომლობა ახალი პროდუქტების შესამუშავებლად.
** იურიდიულ, შესაბამისობის, IT და ოპერაციების გუნდებთან პროცესების ჰარმონიზაცია.
** პროდუქტის მოთხოვნების (BRD/PRD) მომზადება და პროექტების ხელმძღვანელობა.
** პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება და ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** KPI-ებისა და პროდუქტის წარმატების მეტრიკების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი.
** მომხმარებლის გამოცდილების (CX/UX) გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** პროდუქტის მხარდაჭერისთვის საჭირო შიდა განათლების მასალების შექმნა (ამოღება, FAQ, ტრენინგ მასალა და ა.შ.).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში.
** მინიმუმ 4-6 წლიანი გამოცდილება საბანკო პროდუქტების განვითარებაში, კომერციულ მიმართულებაში, ფინტექში ან შესაბამის როლში.
** გამოცდილება საბანკო პროდუქტების მომგებიანობისა და საფასო პოლიტიკის შეფასებაში.
** საბანკო სექტორის რეგულაციების, ადგილობრივი ბაზრის და კონკურენტული გარემოს კარგი ცოდნა.
** პროექტების მართვის გამოცდილება.
** Agile / Scrum მეთოდოლოგიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** სტრატეგიული და სისტემური ხედვა
** ძლიერი კომუნიკაციის, ლიდერობისა და მოლაპარაკების უნარები.
** ანალიტიკური უნარების მაღალი დონე — მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** ინოვაციურობაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა და შედეგებზე ორიენტაცია
** კრიტიკული აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** გუნდთან მუშაობისა და მის ლიდერობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 დეკემბერი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე