Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=686072&print=yes&view=jobs
 
პროდუქციის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული v ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო საწარმო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროდუქციის განვითარების მენეჯერი (პროდაქტ მენეჯერი)

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 1 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ 2000 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვ.ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი #6

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება, სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
** პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით, მათ შორის მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა;
** ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა/უზრუნველყოფა. საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
** შესყიდვების დეპარტამენტთან და დიზაინერთან მუდმივი თანამშრომლობა, პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის შემუშავებაში უშუალო ჩართულობა;
** ახალი პროდუქტების მოძიებისა და განვითარების კუთხით მუშაობა წარმოების მიმართულებების გათვალისწინებით;
** კომპანიის დირექტორთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** Adobe Photoshop და Adobe Illustrator ცოდნა მინიმუმ საბაზისო დონეზე (პრიორიტეტული);
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია