|
დასახელება:
უფროსი კონსტრუქტორი
|
| მომწოდებელი:
კანო
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, პრაქტიკულად ძლიერ უფროს კონსტრუქტორს, რომელსაც აქვს გამოცდილება მძიმე მეტალის / ფოლადის კონსტრუქციების სფეროში და შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს, განახორციელოს და აკონტროლოს სრული ინჟინერიული პროცესი — კონცეფციიდან წარმოებამდე.
პოზიცია: უფროსი კონსტრუქტორი
ქალაქი: რუსთავი
სრული განაკვეთი:
გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევი (09:30 დან 17:30 მდე). შაბათი (09:00 დან 15:00 მდე)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სამშენებლო ინჟინერია/კონსტრუქციები;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ფლობა;
** საპროექტო პროგრამების, შესაბამის დონეზე, ცოდნა;
** რთული საინჟინრო საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო კონსტრუქციების პროექტირება ქვეყანაში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** რკინის კონსტრუქციების სტრუქტურული გამოთვლები, დატვირთვების ანალიზი, სიმტკიცისა და სტაბილურობის შემოწმება;
** CAD პროგრამების ცოდნა;
** წარმოებისთვის სამუშაო ნახაზების მომზადება და ტექნიკური დავალებების დაზუსტება;
** კოორდინაცია წარმოების, ტექნოლოგების, ხარისხის კონტროლის და სამონტაჟო ჯგუფებთან;
** მუშა პროექტების მიხედვით მასალების სპეციფიკაციების შედგენა შესყიდვისთვის და ხარჯთაღმრიცხველისთვის;
** დაქვემდებარებული კონსტრუქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ორგანიზება, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** ფიტპასი.
ელ. ფოსტა: hr@kano.ge
დაინტერესებული პირები სასურველია დაგვეკონტაქტონ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.
|
|
|
|