Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685977&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო, საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მდებარეობა: თბილისი, თემქა, ავქსენტ ისააკიანის #1 (ყოფილი პურ-ფუნთუშეულის ქარხნის ტერიტორია)
განრიგი: ორშაბათი- პარასკევი - 09:00 - 18:00;
დაქვემდებარება - HR დეპარტამენტი

ფუნქცია - მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და პროცესების შეუფერხებელი მართვა
** სტუმრების მიღება, სატელეფონო ზარებზე პასუხი და კორესპონდენციის მართვა.
** საოფისე მასალების, ინვენტარის და მიწოდებების კონტროლი.
** შეხვედრების, ტრენინგებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/კოორდინაცია
** დოკუმენტაციის დამუშავება, არქივაცია და ბაზების განახლება
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება სხვადასხვა დეპარტამენტების მხარდასაჭერად
** ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა მასალის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/ არასრული უმაღლესი ან პროფესიული განათლება.
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ ან საოფისე პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი,
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს - "ოფისის მენეჯერი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია