|
დასახელება:
საცალო გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Labebe Boutique
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
საბავშვო ავეჯის მაღაზია "Labebe Boutique" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
საქმიანობა: კლიენტების მომსახურება
პირობები:
** სამუშაო მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #25
** სამუშაო საათები: 10:30 სთ-დან 19:30 სთ-დე
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** კანდიდატის აყვანა ხდება 1 გასაუბრებით
** მუშაობის დაწყება საჭიროა მომენტალურად
** ვაკანსიაზე შესაძლებელია სტუდენტის აყვანა
რატომ უნდა იმუშაო ჩვენს კომპანიაში?
** კომპანიაში მეგობრული გარემოა
** გვაქვს შედეგზე მიბმული საბონუსე სისტემა
** შემოსავლის ზედა ზღვარი არ არსებობს
** სამუშაოდ კომფორტული პირობებია
** გადაწყვეტილებები მიიღება დემოკრატიული პრინციპებით
** უზრუნველვყოფთ გუნდის სწავლებას
** ვამოტივირებთ და ვაძლევთ უკუკავშირს გუნდის წევრებს
** ვაფასებთ თანამშრომლებს და ვაღიარებთ მათ მნიშვნელობას, ვასტიმულირებთ ახალ იდეებს
** ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების კმაყოფილებაზე
** ვენდობით თანამშრომლებს და ვაძლევთ უფლებას იმუშაონ დამოუკიდებლად
რა უნდა გააკეთო? ძირითადი მოვალეობები
** შოურუმში გაყიდვების მენეჯერის / კონსულტანტის ფუნქციის შესრულება;
** მომხმარებლის დახვედრა, დახმარების შეთავაზება და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** შოურუმში არსებული პროდუქციის ეფექტური განლაგება და წესრიგის მუდმივი კონტროლი;
** შოურუმში და საწყობში არსებული ნაშთების პერიოდული აღწერა და კონტროლი;
დამატებითი მოვალეობები
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** Facebook, Instagram, Tik Tok, Google მომხმარებლებისთვის პასუხის გაცემა;
** პარტნიორი ონლაინ მაღაზიების და საბითუმო მომხმარებლების მართვა, ეფექტური მხარდაჭერა, პროდუქციის და ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება-განახლება, შეთავაზებების მომზადება, დავალიანებების კონტროლი;
რა შედეგებს უნდა მიაღწიო
** კვალიფიციური მომსახურების გაწევა
** მომხმარებლების კმაყოფილების ზრდა
რას გთავაზობთ?
** საგამოცდო პერიოდი (6 თვე ხელშეკრულება საგამოცდო ვადით)
** ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი - 800 ლარი (პირველი თვე), 1 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ ფიქსირებული ხელზე ასაღები - 800 ლარი.
** მოქნილი საბონუსე სისტემა გაყიდვებიდან ზედა ზღვრის გარეშე (მინ: 600 ლარი გამოდის)
ჩვენი უპირატესობებია
** კვირაში 2 დასვენების დღე
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამ. დღე (11 თვის შემდეგ)
** ანაზღაურება ავადმყოფობის დროს
** საპენსიო დაგროვება
** უფასო მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით
** ტრენინგების და ენის კურსების დაფინანსება (ინგლისური / რუსული)
მინიმალური მოთხოვნები: უცხო ენების (ინგლისური, სასურველია რუსულიც) სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: babylandgeorgia.ws@gmail.com
მეტი დეტალები ჩვენ შესახებ
** www.labebe.ge
** Facebook: labebeboutique1
** Instagram: labebeboutique.official
** TikTok: @labebeboutique
|
|
|
|