Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685959&print=yes&view=jobs
 
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუთსორსული საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მომსახურება, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და მართვა, IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA Georgia" და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.aacc.ge

"AACC"-ის ადამიანური რესურსების გუნდში HR სპეციალისტის პოზიციაზე ახალ წევრს ვეძებთ!

რას გთავაზობთ?

** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40-საათიანი სამუშაო კვირა (9:00 - 18:00 სთ);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის #61, ბიზნეს-ცენტრი: "მოზაიკა";
** ანაზღაურება: 1500 ლ NET, დამატებით საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** HR ადმინისტრირების პროცესების კოორდინირება SELF.HR სისტემაში;
** რეკრუტინგის პროცესებში ჩართულობა და კოორდინირება;
** თანამშრომელთა ბენეფიტების პროცესის კოორდინირება და შესაბამისი კომუნიკაცია;
** სხვადასხვა სფეროს კლიენტი კომპანიების HR პროცედურებში ჩართულობა და პროცესის კოორდინირება

მოთხოვნები, მოლოდინები:

** უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების, იურიდიული ან/და ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება რეკრუტინგისა და HR ადმინისტრირების მიმართულებით;
** Self.HR სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა: Excel, Word, Outlook;
** შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენა: B2 დონე

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HR სპეციალისტი"

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია