|
დასახელება:
ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნეტმარტი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
ინტერნეტ მაღაზია "ნეტმარტი", რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქციის მარტივ და სწრაფ შეძენას, აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
გაყიდვების მენეჯერის მთავარი ამოცანაა პროგრამაში დაფიქსირებული შეკვეთების დამუშავება, მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და შეკვეთის საბოლოო გაფორმება სატელეფონო ზარის მეშვეობით (მხოლოდ გამავალი ზარები).
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამართული და მკაფიო მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობისა და მათ საჭიროებებზე ფოკუსირების უნარი;
** ტაქტიანობა, თავაზიანობა და დადებითი დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Word, Excel).
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი;
** დასვენების დღეები: 2 დღე კვირის განმავლობაში (გრაფიკის მიხედვით);
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან, რაც თქვენს შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.
თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: jobs.mart@mail.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
|
|
|
|