|
დასახელება:
ქოლცენტრის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Tempo Holding
|
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"Tempo Holding" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი
ჩვენს შესახებ: "Tempo Holding" სამშენებლო და დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც უპასუხებს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, კლიენტზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც აქვს ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ზარებისა და ლიდების (lead) მიღება, დამუშავება და პირველადი კომუნიკაცია;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროექტების შეთავაზება ტელეფონით;
** ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელი კომპლექსებისა და პირობების შესახებ;
** CRM სისტემაში მონაცემების შეტანა, განახლება და დაკვირვება კლიენტებთან ურთიერთობაზე;
** კლიენტების გადამისამართება გაყიდვების გუნდთან, საჭიროებისამებრ;
** ყოველდღიური რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** კომუნიკაცია სხვადასხვა არხებიდან შემოსულ მომხმარებლებთან - ზარები, სოციალური ქსელები, ელფოსტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** CRM სისტემაში მუშაობის უნარი (მაგ. Bitrix,)
** ქართულად გამართული მეტყველება, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
** ორგანიზებულობა, დროის მართვის უნარი და პასუხისმგებლობა;
** სწრაფად ადაპტაციის და ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი შედეგებზე დაყრდნობით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამედროვე სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
სამუშაო პირობები:
** 2 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
** სამუშაო საათები- 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი - ბათუმი, ოფისიდან.
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქოლცენტრის მენეჯერი.
განაცხადების მიღება დასრულდება: 30 ნოემბერი 2025
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|