|
დასახელება:
სერვისისა და ბრენდების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
საათების მაღაზიათა ქსელი GMT
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
"GMT" (ბრენდული მაჯის საათების ავტორიზებული დისტრიბუტორი და რითეილერი) აცხადებს ვაკანსიას სერვისისა და ბრენდების კოორდინატორის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი, მუშთაიდის ბაღთან
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიციის მოკლე აღწერა
ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სერვისთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაციაზე და საერთაშორისო ბრენდებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაზე.
სერვისისა და ბრენდების კოორდინატორის მთავარი მიზანია უზრუნველყოს ეფექტური, ზუსტი და დროული კომუნიკაცია როგორც ბრენდებთან, ისე მომხმარებლებთან, რათა სერვისის პროცესი გამართულად და მაღალი ხარისხით წარიმართოს.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია (გარანტია, რემონტი, ჩანაცვლება და სხვა);
** სერვისისა და პროდუქტის საკითხებზე საერთაშორისო ბრენდებთან ყოველდღიური მიმოწერა;
** სერვისის მოთხოვნების რეგისტრაცია, სტატუსების მონიტორინგი და დროული განახლება;
** შიდა განყოფილებებთან ეფექტური კომუნიკაცია (სერვის ცენტრი, გაყიდვები, საწყობი);
** სერვისის სტატუსებზე ანგარიშგება და შედეგების მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი (service forms, claim files, shipment details);
** მომხმარებელთან კომუნიკაციის მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის ან შესაბამის მიმართულებაში);
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Excel, Outlook, Word);
** ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა — განსაკუთრებით წერითი კომუნიკაციის დონეზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დროის ეფექტური მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი და სწორად რეაგირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს GMT-ის ოფისში;
** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის უნიკალურ გამოცდილებას;
** მეგობრულ გუნდს და თანამედროვე სამუშაო პირობებს;
** სამუშაო გრაფიკს: 10:00-18:00;
** დასვენების დღეებს: შაბათი და კვირა;
** ანაზღაურებას ფიქსირებული 1500 ლარიდან.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@gmt4.ge
|
|
|
|