|
დასახელება:
Help Desk სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Georgian AirLink
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
"Georgian Airlink" აცხადებს ვაკანსიას Help Desk სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების ტექნიკური მოთხოვნების მიღება და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა;
** სისტემური და ქსელური პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკა;
** მარტივი ტექნიკური საკითხების მოგვარება ადგილზე ან დისტანციურად;
** საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში;
** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
** ტექნიკური პროცესების დოკუმენტირება.
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
** ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და საბაზისო ცოდნა IT მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass-ს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@airlink.ge
|
|
|
|