Робота для біженців з України
მიმტანი/მიმტანის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი/მიმტანის დამხმარე
მომწოდებელი: რესტორანი ეთნოგრაფი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
რესტორანი "ეთნოგრაფი" ის ადგილია, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ავთენტური გემოები და ჩვენებური სტუმარმასპინძლობა ერთად იყრის თავს თითოეული სტუმრის ღირსეულად გამასპინძლებისთვის.

რესტორანი "ეთნოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანი/მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: 9 საათიანი ცვლები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** სტუმრის მიღება და გამასპინძლება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მენიუს კერძებისა და სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრისთვის შეთავაზება;
** შეკვეთის მიღება და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული სერვისის და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
** თავაზიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@ethnographer.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555720820

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე