Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში.

ლოკაცია: ქ. ბათუმი, გორგილაძის N88 (Batumi Mall)
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსი

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** ტანსაცმლის მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება;
** APEX პროგრამის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

მოვალეობები:

** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** კოლექციის განახლება, მარაგების კონტროლი;
** დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე