Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავანგარდი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
დეველოპერული კომპანია "ავანგარდი" აცხადებს ვაკანსიებს მარკეტინგის მენეჯერის და გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე

სამუშაო ადგილი: ბათუმი

მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობა:

** მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით სამოქმედო გეგმების შედგენა და შესრულების კონტროლი;
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, ბიუჯეტირება;
** მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება და მათი პერიოდული გადახალისება;
** კომპანიის ვებ გვერდისა და Facebook-ის მართვა
** მარკეტინგული მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა;
** კომპანიის სხვა ხელმძღვანელ რგოლებთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** მარკეტინგის და გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარები ;
** თემატურ საკითხებზე ჩამოყალიბებული აზრის წერილობით გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროექტების მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ფიქსირებული ხელფასი: 2500 ლარი + ბონუსები

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე avangard.batumi@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სამუშაო ადგილი: ბათუმი

** კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა;
** კლიენტთა ბაზის განვითარება;
** კომპანიის ვებ და Facebook გვერდებზე მუშაობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი;
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** მუშაობის მაღალი მოტივაცია;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + მზარდი ბონუსი.
საკმარისი გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში გათვალისწინებულია ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე (პირველი თვე 600 ლარი, მეორე თვე 1000 ლარი + ბონუსი).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე avangard.batumi@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე