Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვაცხადებთ ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე, სერვის ცენტრების სამსახურში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
მისამართი: შუამთის ქუჩა N10ბ (ვარკეთილის მეტროსთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ, დასვენების დღეები: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET-ხელზე ასაღები თანხა)

სამუშაოს მიზანი

მომხმარებელთა მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები

** მომხმარებელთან ურთიერთობა, მათი საკითხის იდენტიფიცირება და კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად განაცხადების მიღება, თანდართული დოკუმენტაციის ზუსტად ჩაბარება და რეგისტრირება ERP პროგრამის მეშვეობით;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის დაფიქსირება ERP პროგრამის ცხელი ხაზის მოდულში;
** კომპანიაში შემოსული ვიზიტორების ხარისხიანად მომსახურეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე