|
დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დადგენილი მარშრუტის შესაბამისად გამზადებული შეკვეთისა და დოკუმენტაციის ადრესატამდე მიტანა;
** დოკუმენტაციის მყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელმოწერისა და ბეჭდის დაფიქსირების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის (კომპანიის ეგზემპლარების)კომპანიაში დაბრუნება;
** მყიდველი ორგანიზაციების მიერ დაბრუნებული პროდუქციისა და დოკუმენტაციის მიტანა პროდუქციის მიღების განყოფილებაში;
** სამაცივრე ყუთების ტემპერატურის კონტროლი;
** სამაცივრე პროდუქციის შესაბამის რეჟიმში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** გაკონტროლებული/შეფუთული პროდუქციის ტრანსპორტში დალაგებაზე მონაწილეობის მიღება;
აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია. სასურველია C კატეგორია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა;
** აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 ნოემბერი, 2025 წელი.
|
|
|
|