Робота для біженців з України
კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: პიკოლა თოისი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"პიკოლა" არის სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ. პიკოლა თოისი გახლავთ პიკოლას სათამაშოების ხაზი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის გასართობ პროდუქციას პატარებისთვის: სათამაშოები, ელექტრო მანქანები და მოტოციკლეტები, სასრილოები, საქანელები, სახლები, ღობეები და ა.შ. https://piccolatoys.ge/

"პიკოლა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისის სათამაშოების მაღაზიის ფილიალში.

სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში
სამუშაო საათები: ერთცვლიანი - 12:00-21:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი;
ფილიალის მისამართი: ქუთაისი, პირველი ქუჩა 2გ (გუგუნავას ქუჩის პარალელურად);

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალ დონეზე კონსულტაციის გაწევა;
** თაროებზე პროდუქციის განთავსება;
** მონაცვლეობით სალაროსთან მუშაობა;
** ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება;
** პროდუქციის გამზადება გასაგზავნად;
** საჭიროების შემთხვევაში სარეკლამო ვიდეოებში მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა აუცილებელი არ არის. მთავარია კანდიდატი იყოს მონდომებული;
** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა კომუნიკაციისთვის;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული და ხალისიანი;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
** პიკოლა თოისის პროდუქციაზე ფასდაკლებას თანამშრომლისთვის;

თუ გსურთ გახდეთ პიკოლას გუნდის წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: info@piccolatoys.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ

"კონსულტანტი")

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 571 770 707
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე