Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682251&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: K Group
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
კომპანია "K GROUP" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.რუსთავში.

"K GROUP" არის სამშენებლო და სარემონტო კომპანია. კომპანია ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას.

"KGROUP"აშენებს და არემონტებს სახლებს, ბინებს, კომერციულ და საოფისე ფართებს.
ასევე, მომხმარებელს სთავაზობს ლითონის ნაკეთობებს როგორიცაა: კარი, ჭიშკარი, საწოლი, მოაჯირი, ვიტრაჟი, კიბე, გისოსი, აივანი, ჭიშკარი, ფანჩატური, საქანელა, სკვერის სკამები, ბუხარი, მაყალი, ღობე, ავეჯი და სხვა.

კომპანია "K GROUP" -ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://kgroup.ge/

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კორპორატიული კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, შეთავაზებების ჩამოყალიბება;
** კორპორატიული კლიენტებისთვის და ფიზიკური პირებისთვის შეთავაზების მომზადება მათი საჭიროებიდან გამომდინარე;
** კორპორატიულ კლიენტებთან დაკავშრება, მოლაპარაკება და შეთავაზების გაკეთება;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი;
** კორპორატიული კლიენტებისთვის გაყიდვების შემდგომი საკითხების მოგვარება (პროექტის ჩაბარების ვადები, მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** სწორი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** სამუშაო დროის ეფექტურად და სწორად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე kgroupge@gmail.com სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "K GROUP" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "K GROUP" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია