Робота для біженців з України
ბრენდის სახე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდის სახე
მომწოდებელი: Red House
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
კომპანია "Red House" — გაყიდვებისა და მარკეტინგის აუთსორსინგ კომპანიაა, რომელიც ექსკლუზიურად მართავს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის პროექტებს.

ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი სახე და შექმნის კონტენტს, რომელიც აღძრავს ინტერესს და გაყიდის იდეას.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ფორმატის კონტენტის შექმნა სამშენებლო სფეროს სპეციფიკის მიხედვით;
** შექმნილი კონტენტის განთავსება და მართვა სოციალურ მედიაში;
** კამერის წინ გამართული მეტყველება და თავდაჯერებული წარდგენა;
** პოსტების, სლოგანებისა და მოკლე ტექსტების მომზადება;
** ვიდეო და ფოტო გადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება და მარკეტინგის გუნდთან ერთად განხორციელება;
** ახალი კონტენტ-კონცეფციების შემუშავება და განხორციელება.

მოთხოვნები:

** კომფორტულად ყოფნა კამერის წინ;
** კრეატიული აზროვნება და სოციალური მედიის ტენდენციების ცოდნა;
** იდეების ვიდეო ფორმატში გადმოცემის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და შემოქმედებით სამუშაო გარემოს;
** განვითარებას მარკეტინგისა და ვიდეოკომუნიკაციის მიმართულებით;
** შესაძლებლობას, იყო Red House-ისა და პარტნიორი ბრენდების მედია სახე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

მდებარეობა: შალვა ნუცუბიძის 183, თბილისი
დასაქმების ტიპი: ჰიბრიდული
სამუშაო განაკვეთი: მორგებული (შეთანხმებით)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი ვიდეო ან პორტფოლიო: redrealestate2020@redhouse.com.

ან გამოგვიგზავნეთ მოკლე ვიდეო, სადაც გვაჩვენებთ, რატომ ხართ სწორედ თქვენ ჩვენი მომავალი კონტენტ კრეატორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე