|
დასახელება:
პრისელერი
|
| მომწოდებელი:
ოქროს სუნელი
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
კომპანია "ოქროს სუნელი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული 8:30-9:00 - 16:30-17:00), კვირაში 6 დღე.
** მდებარეობა: თბილისი, ჭყონდიდლის 20/2 (ნახალოვკა, მეტრო ნაძალადევთან ახლოს);
** ანაზღაურება: 1000 მოჭრილი + ნავაჭრის %.
** 2 კვირიანი წინასწარი სატესტო-სატრენინგო გამოსაცდელი პერიოდი.
ძირითადი მოვალეობები:
** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილებით;
** მართვის მოწმობა B კატეგორია და ქალაქში ავტომობილით მოძრაობის მინიმუმ 3-4 წელი გამოცდილებით. უპირატესად ჩაითვლება საკუთარი (მცირე ლიტრაჟიანი-ეკონომიური) ავტომობილის მქონე კანდიდატი;
** ქალაქის უბნების კარგად ცოდნა და კარგი ორიენტაციის უნარი;
** ანგარიშსწორების-გადახდების განხორციელება და მკაცრი კონტროლი;
** გამოყენების შემთხვევაში: კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური და რეგლამენტირებული კონტროლი. კომპანიის ავტომობილის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობის აღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** საჭირო ინფორმაციის დროულად შეტყობინება მის ზემდგომ ხელმძღვანელ პირთან.
შპს ოქროს სუნელი თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.-ფოსტაზე: info.oqrossuneli@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 551 128 201
|
|
|
|