Робота для біженців з України
მიმწოდებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმწოდებელი
მომწოდებელი: ოქროს სუნელი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
კომპანია "ოქროს სუნელი" აცხადებს ვაკანსიას მიმწოდებლის ("დასტავკის") პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული 8:30-9:00 - 16:30-17:00), კვირაში 6 დღე;
** მდებარეობა: თბილისი, ჭყონდიდელის 20/2 (ნახალოვკა, მეტრო ნაძალადევთან ახლოს);
** ანაზღაურება: 800 მოჭრილი + ნავაჭრის %).
** 2 კვირიანი წინასწარი სატესტო-სატრენინგო გამოსაცდელი პერიოდი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილებით;
** მართვის მოწმობა B კატეგორია და ქალაქში ავტომობილით მოძრაობის მინიმუმ 3-4 წელი გამოცდილებით. უპირატესად ჩაითვლება საკუთარი (მცირე ლიტრაჟიანი-ეკონომიური) ავტომობილის მქონე კანდიდატი;
** საქონლის დაუზიანებლად და მოწესრიგებულად მიწოდება სავაჭრო ობიექტებზე და შესაბამისი წესით მითვლა, ასევე დაბრუნების მიღება შესაბამისი დოკუმენტაციით და წესების დაცვით;
** ქალაქის უბნების კარგად ცოდნა და კარგი ორიენტაციის უნარი;
** ანგარიშსწორების-გადახდების განხორციელება და მკაცრი კონტროლი;
** გამოყენების შემთხვევაში: კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური და რეგლამენტირებული კონტროლი. კომპანიის ავტომობილის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობის აღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** საჭირო ინფორმაციის დროულად შეტყობინება მის ზემდგომ ხელმძღვანელ პირთან.

შპს "ოქროს სუნელი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.-ფოსტაზე: info.oqrossuneli@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 551 128 201
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე