Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: მზიური გარდენსი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"Mziuri Gardens" წარმოადგენს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსს ბათუმში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, უმაღლესი ხარისხის სტანდარტებითა და შთამბეჭდავი ზღვის ხედებით.

ჩვენი მისიაა შევქმნათ სივრცე, სადაც კომფორტი და ბუნებასთან ჰარმონია ერთიანდება - გარემო, რომელიც მაღალი ცხოვრების სტანდარტებსა და გამორჩეულ ესთეტიკას აერთიანებს.
გვჯერა, რომ ბრენდის წარმატება იწყება ადამიანებით, ვინც მას ქმნის. ამიტომ ვეძებთ ენერგიულ, იდეებით სავსე და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც გახდება "Mziuri Gardens"-ის იმიჯის, ცნობადობისა და სარეკლამო აქტივობების განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.

სამუშაო ადგილი - თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** ბრენდის პოზიციონირების გაძლიერება და კომუნიკაციის მართვა
** სოციალური მედიის არხების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, Google Ads და სხვა)
** სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიების შემუშავება
** ტექსტებისა და ვიზუალური კონტენტის შექმნა (პოსტები, ბანერები, სლოგანები)
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
** თანამშრომლობა გაყიდვების, დიზაინისა და მენეჯმენტის გუნდთან

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** შესაძლებლობას, გახდე თანამედროვე და მზარდი ბრენდის ნაწილი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე