Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682165&print=yes&view=jobs
 
სერვისის თანამშრომელი/ქეშიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის თანამშრომელი/ქეშიერი
მომწოდებელი: Farina
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"ფარინა" ავთენტური, პატარა პიცერიაა ვერაზე, რომელიც გამოირჩევა მეგობრული თანამშრომლებით, სასიამოვნო მომხმარებლებით და იდეალური გარემოთი.
ჩვენთან დაგხვდებათ ტრადიციულ იტალიურ ღუმელში მომზადებული უგემრიელესი პიცა, ბრაუნი და ქართული კრაფტ ლუდი.

ვეძებთ მხიარულ და ენერგიულ თანამშრომელს, რადგან "ფარინას" ყოველდღიურობა სწორედ ასეთი ხალისიანი და პოზიტიურია. ეს პოზიცია იდეალურია სტუდენტებისთვის, რადგან გთავაზობთ მოქნილ გრაფიკს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროს მართვა (გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება)
** მომხმარებელთან მეგობრული და სასიამოვნო კომუნიკაცია
** ობიექტის შიდა და გარე სისუფთავის/წესრიგის უზრუნველყოფა, სტანდარტების დაცვა და კონტროლი

მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია

გრაფიკი და ანაზღაურება:

განრიგი და ანაზღაურება:

** 5 სამუშაო დღე / 2 დასვენება
** 2 ცვლა — დილის და საღამოს

ცვლები:

** ორშაბათი-ხუთშაბათი: 11:00-18:00 / 18:00-00:00
** პარასკევი-შაბათი: 11:00-18:00 / 18:00-02:00
** კვირა: 11:00-18:00 / 18:00-01:00

ანაზღაურება: 1500 ₾ + ბონუსი
დამატებით: ტაქსი + კვება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 14 დეკემბრამდე: info@farina.ge და საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია — "ქეშიერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია