|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ფეიბოქსი
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. "ფეიბოქსის" ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.
კომპანია "ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საკუთრებაში არსებული აპარატების ტრანსპორტირება სხვადასხვა ლოკაციაზე;
** უსაფრთხო და სანდო მართვა;
** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B და C კატეგორია, მექანიკის მართვა);
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინა.
რას გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გუნდურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** Fitpass;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელში სამუშაოდაც აგზავნით ვაკანსიას. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|