|
დასახელება:
სასტუმროს უფროსი ადმინისტრატორი, მიმტანი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
ცხადდება ვაკანსია სასტუმროს უფროსი ადმინისტრატორისა და მასთან არსებული რესტორნის მიმტანის პოზიციებზე
1. სასტუმროს უფროსი ადმინისტრატორი
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა; დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** OtelMS პროგრამის კარგად ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველი ასაკი 40 წლამდე.
მოვალეობები:
** რიგითი ადმინისტრატორების ხელმძღვანელობა და მათზე დაწესებული კონტროლი;
** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** კომპანიის დირექტორისა და გენერალური მენეჯერის უშუალო დავალებების შესრულება
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 5 სამუშაო დღე და 2 დღე დასვენება, 10.00-დან 18.00-მდე
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო (სადილი).
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე aleko.mariamuli@yahoo.com ტელეფონი 593 62 72 28.
2. მიმტანი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება (ასორტიმენტის შერჩევა, შეთავაზება)
** სალაროს მართვა (ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება)
** დახლზე მზა პროდუქტის დალაგება/წარმოჩენა, რეალიზაცია
** საფასე ნიშნების სწორად წარმოჩენა
** პროდუქტის მახასიათებლის ზედმიწევნით ცოდნა
** პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი
** სანიტარული ნორმების დაცვა
** სასურველი ასაკი 30 - წლის ჩათვლით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** კვებისა და სასმლის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა აუცილებელია, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: 1200 ლარი
ჩვენი მისამართია: თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა N22
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი (CV) ელფოსტაზე aleko.mariamuli@yahoo.com სათაურის ველში ჩაწერეთ ვაკანტური პოზიციის სათაური.
ან დაგვიკავშირდით მოცემულ ნომერზე 593 62 72 28
|
|
|
|