Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682135&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი/ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი/ექსპედიტორი
მომწოდებელი: ივერმედი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
კომპანია "ივერმედი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის/ექსპედიტორის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: შპს "ივერმედი" დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალის, აღჭურვილობის, იმპლანტებისა და აპარატურის რეალიზაცია-სერვისი. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის კადრებით ყველა სეგმენტში, რაც განაპირობებს, ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს.

დასახელება: საწყობის მენეჯერი/ ექსპედიტორი

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30
** ანაზღაურება: 1600 ლარი (დარიცხული)

სამუშაოს აღწერილობა:

** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და აღწერა;
** საწყობში არსებული პროდუქციისა და ნაშთების კონტროლი და რეგულარული ინვენტარიზაცია;
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პალეტებად დალაგებული პროდუქციით დატვირთვა;
** ტრანსპორტირების და მიტანის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** დოკუმენტაციის შესაბამისად ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა;
** თანამშრომლობა ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების MS word, excel საბაზისო ცოდნა;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელია).

უნარები და შესაძლებლობები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, პოზიტიური, პუნქტუალური. დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარით.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: natia.goginashvili@ivermedi.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია