Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682121&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მიდეა
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო ოპერაციების პროგრამული ასახვა, ბანკის და სალაროს ანგარიშების კონტროლი.
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების პროგრამული აღრიცხვა.
** ხელფასებთან და სხვა განაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებაში ჩართულობა.
** სამშენებლო მასალის შესყიდვების და ფორმა 2-ების პროგრამული აღრიცხვა.
** რეალიზებულ პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება/კონტროლი.
** დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაარქივება.
** რეპორტინგის წარდგენა ხელმძღვანელობასთან (დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე)
** თვის და წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უპირატესობა ენიჭება უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Excel - მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში ან Balance-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1800 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 6 საათამდე;

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია