Робота для біженців з України
არაბულენოვანი გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არაბულენოვანი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Tempo Holding
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას არაბულენოვანი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სფერო: დეველოპმენტი/სამშენებლო სექტორი

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: 40 საათი კვირაში/5 სამუშაო დღე;
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების პროექტების აქტიური გაყიდვები;
** კლიენტებთან კომუნიკაცია: საჭიროებების გაანალიზება, პროდუქტის შეთავაზება, მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა: პრეზენტაცია, შეთავაზება, გაყიდვის დახურვა;
** გაყიდვების გეგმების შესრულებაზე ორიენტირება და ყოველდღიური რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** ობიექტზე ვიზიტების ორგანიზება და კლიენტთან ერთად ვიზიტი;
** კლიენტის სრული გამოცდილების მართვა - პირველი კომუნიკაციიდან ბინის ჩაბარებამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უძრავი ქონების ან გაყიდვების სფეროში (სასურველია ** სამშენებლო/დეველოპერული კომპანიაში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე - აუცილებლად);
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და შედეგზე ფოკუსირება;
** პრეზენტაციის უნარი და თვითდაჯერებული წარდგენა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office, CRM სისტემები) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუს სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამედროვე სამუშაო გარემო ბათუმში;
** მეგობრული და მზარდი გუნდი.

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - არაბულენოვანი გაყიდვების მენეჯერი.

განაცხადების მიღება დასრულდება: 30 ნოემბერი 2025

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.

"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე