|
დასახელება:
შემდუღებელი
|
| მომწოდებელი:
სითი 19
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
კომპანია "სითი 19" წარმოადგენს მზარდ სამშენებლო კომპანიას, რომელიც ასრულებს მასშტაბურ პროექტებს.
"სითი 19" აცხადებს ვაკანსიას შემდუღებლის პოზიციაზე, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
ძირითადი მოვალეობები:
** მეტალის კონსტრუქციებისა და მილსადენების შედუღება სხვადასხვა მეთოდით (ელექტრო, არგონით და სხვა საჭიროებისამებრ);
** შედუღებისათვის საჭირო ზედაპირის მომზადება და დეტალების ფიქსაცია;
** შესრულებული ნაკერების ხარისხის შემოწმება;
** ტექნიკური ნახაზებისა და ინსტრუქციების დაცვით მუშაობა;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საჭირო კვალიფიკაცია:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სხვადასხვა სახის მეტალთან მუშაობის გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
** სამუშაო გრაფიკი-09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
** ანაზღაურება: 1600-2000 ლარი; კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrcity19@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|