Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682095&print=yes&view=jobs
 
მეტყველებისა და ენის თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეტყველებისა და ენის თერაპევტი
მომწოდებელი: მეტი - ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"მეტი" - ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მეტყველებისა და ენის თერაპევტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: 13 ლიუბლიანას ქუჩა თბილისი 0162/ნ. ჯავახიშვილის 6
სამუშაო განრიგი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (ინდივიდუალური გრაფიკი)
ანაზღაურება: დატვირთვის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინდივიდუალური თერაპიული სესიების ჩატარება მეტყველების, ენისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების მიზნით.
** ბავშვებისა და მოზრდილების მეტყველების განვითარების შეფასება და ამოცანების განსაზღვრა.
** სესიების შედეგების დეტალების აღრიცხვა და გაწეული მუშაობის შეფასება.
** მშობლებთან პერიოდული კომუნიკაცია.

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან/და კომუნიკაცია, ენა, მეტყველების თერაპიაში სერტიფიკატის მქონე პირი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე
** ბავშვთა და მოზარდთა მეტყველების თერაპევტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია).
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.პროფესიული გამოცდილება (სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება).
** უახლესი თერაპიული მიდგომებისა და მეთოდების ცოდნა.
** კომპიუტერული უნარები: საბაზისო საოფისე პროგრამები (Word, Excel), ელფოსტა და ელექტრონული კალენდარი.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"მეტი" არის სივრცე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ განვითარებას, თვითგამოხატვას, პიროვნულ ზრდას და გაძლიერებას. ეს არის სივრცე სადაც ყველაფერი შეიძლება იყო მეტი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: planetameti@gmail.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 დეკემბერი.

გთხოვთ. გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მეტყველების და ენის თერაპევტი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია