|
დასახელება:
ავეჯის ამწყობი
|
| მომწოდებელი:
DITI
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
"DITI" არის ავეჯის საწარმო და სახლი, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. კომპანია ქმნის ხარისხიან და ფუნქციურ ავეჯს, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებსა და სტილს სრულად ერგება.
"DITI"-ს მთავარი პრიორიტეტი - მაღალი ხარისხის მასალის გამოყენება და თითოეულ მომხმარებელზე მაქსიმალური ზრუნვაა.
"დროში გამოცდილი ხარისხი"- ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია.
ჩვენი მისიაა - მომხმარებლებისთვის შევქმნათ ისეთი ავეჯი, რომელიც აერთიანებს დიზაინს, ინოვაციას, თვითმყოფადობასა და ინტერიერს.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ავეჯი, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ემოციურად დადებითი გარემოს გარანტია.
"DITI" ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი ავეჯი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სწრაფად და ხარისხიანად მივიტანოთ.
"DITI" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობის პოზიციაზე
პირობები და შეთავაზება:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (09:00-18:00)
** ანაზღაურება სრულიად დამოკიდებულია გამომუშავებაზე. (დეტალებს განვიხილავთ გასაუბრების ეტაპზე)
ძირითადი მოვალეობები:
** ავეჯის დეტალების სწორად აწყობა და მონტაჟი ტექნიკური ნახაზებისა და ინსტრუქციების მიხედვით.
** ავეჯის ხარისხის შემოწმება აწყობის შემდეგ და საჭიროების შემთვევაში, ხარვეზების გამოსწორება
** ხარისხისა და დროის კონტროლი
** გუნდის წევრებთან კოორდინირებული მუშაობა ხარისხიანი შედეგის მისაღებად
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება და ინსტრუმენტების უსაფრთხო გამოყენება
სავალდებულო მოთხოვნები:
** გამოცდილება სასურველია, მაგრამ არასავალდებულო (შესაძლებელია ადგილზე შესწავლა)
** ხარისხის კონტროლის უნარი
** ტექნიკური ნახაზებისა და ინსტრუქციების აღქმის უნარი
** პრობლემის სწრაფად შეფასებისა და გადაჭრის უნარი
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინა, პუნქტუალურობა და დროის სწორად მართვის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე კონცენტრაცია
** კომუნიკაბელურობა
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: diticareer@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 551 538 484
|
|
|
|