Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Skio Gudauri
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"Skio Gudauri" აპარტსასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსისა და მასთან ინტეგრირებული სასტუმროს ფუნქციების იდეალური მიქსია.

აპარტსასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე, "Skio Gudauri"-ში განთავსებულია რესტორანი "სკიო", სასრიალო აღჭურვილობის გაქირავება, ასევე ხელმისაწვდომია Ski in/out კონცეფცია.

"Skio Gudauri" აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
** სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 1 დღე დასვენება
** ანაზღაურება: 2000 ლარი
** სასტუმრო უზრუნველყოფს საცხოვრებლით და კვებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** აპარტსასტუმროში სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესის მართვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** სტუმრის Check in და Check out პროცედურების სრულყოფილი მართვა, სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** ინფორმირება დაინტერესებულ პირთათვის, აპარტამენტების, სერვისების, მათი ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ
** შემოსული ჯავშნების, ზარების და მეილების მართვა და კომუნიკაცია —სტუმრებისთვის საჭირო გასაღები ბარათების დამზადება და სხვა საჭირო ინვენტარის/ინფორმაციის მოგროვება/დამუშავება
** სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურის მართვა, დადგენილი სტანდარტებით
** მეგობრული კომუნიკაციის დამყარება აპარტსასტუმროს სხვა თანამშრომლებთან
** სერვისების და სივრცეების ეფექტურად შეთავაზება სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის
** სტუმრის უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.

მოთხოვნები და უნარები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი
** პიროვნული მოწესრიგებულობა
** ორგანიზებულობა

გამოსაცდელი პერიოდი 2 კვირა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მეილზე: booking@skio.ge ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურში კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "ბუქინგ სკიო" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ბუქინგ სკიო" ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: booking@skio.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე