Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682066&print=yes&view=jobs
 
საზოგადოებრივი ადგილების დამლაგებელი - ღამის ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებრივი ადგილების დამლაგებელი - ღამის ცვლა
მომწოდებელი: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებრივი ადგილების დამლაგებლის პოზიციაზე ღამის ცვლაში.

ანაზღაურება: 1300 ლარიდან

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დალაგება
** ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება
** სასტუმროს უსაფრთხოებისა და ჰიგიენური წესების დაცვა

უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:

** ენერგიული, პოზიტიური
** პასუხისმგებლიანი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება დასუფთავების დეპარტამენტში

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კვებით უზრუნველყოფას

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მარიოტ ინტერნეიშენალის წევრია.

"მარიოტ ინტერნეშენალი", როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.tbilisi@sheraton.com

გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება

აპლიკაციები მიიღება 1 დეკემბრამდე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია